logo
ENG



"ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება შედეგები" - ჟვანიას პასუხი კომისიის წევრების პროტესტს

01 ნოე 202003:40
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების დროს, საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა შედეგები ხმაურით გააპროტესტეს. 

მათი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესით მანიპულირებს. 

"ნუ შეგყავთ ამომრჩევლები შეცდომაში", - აცხადებდა კომისიის ერთ-ერთი წევრი. 

"მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მობრძანდნენ აქ და მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო წინასწარ შედეგებს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები", - განაცხადა თამარ ჟვანიამ, - "ეს არის წინასწარი შედეგები დიდი ქალაქების გარეშე, რომელიც აუცილებლად შეიცვლება". 

ცესკომ საარჩევნო უბნების დახურვიდან 7,5 საათის შემდეგ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 

დათვლილია საარჩევნო უბნების 28,2%. 

წინასწარი შედეგებით:

ქართულ ოცნებას აქვს - 54,72%

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას - 23,61%

ევროპულ საქართველოს - 3,99%

პატრიოტთა ალიანსი - 3,34%

სტრატეგია აღმაშენებელი - 2,46%

ლელო - 2,66%

გირჩი - 1,91%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 0,93%

ლეიბორისტული პარტია - 0,92%

ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0,73%


close დახურვა